ივანიშვილის ოცნება ქვეყნის პარტნიორებთან უკვე საჯარო სივრცეში გამოჩენასაც კი ერიდება. პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები სხვა ახსნას ვერ პოულობენ, თუ რატომ უნდა ეთქვა ხელისუფლებას უარი დანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მონაწილეობაზე, რომლის ერთერთი მიზანია საზოგადოებასთან დიალოგი. ოპონენტების დაკვირვებით, პოლიტიკური დიაგნოზი დასმულია: ქართულ ოცნებას მოსახლეობასთან პირისპირ დარჩენის პანიკურად ეშინია. ანტიდემოკრატიული ოცნება დემოკრატიის ფესტივალმა ისე გააღიზიანა, რომ საგარეო უწყებაში დანიის ელჩის დაბარებაც კი მოითხოვა.
ანტიდემოკრატიული ხელისუფლება "დემოკრატიული ფესტივალის" წინააღმდეგ
15 აგვ 202420:29
3 წუთის საკითხავი